ახალი ამბები

ჩინეთში ორი მიწისძვრა მოხდა, პირველადი ინფორმაციით გარდაიცვალა ერთი ადამიანი

22 მაისი, 2021 • 1551
ჩინეთში ორი მიწისძვრა მოხდა, პირველადი ინფორმაციით გარდაიცვალა ერთი ადამიანი

ჩინეთში რამდენიმესაათიანი ინტერვალით ორი – 6.1 და 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი მიწისძვრისას, რომლის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამ მიწისძვრის ცენტრი ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქ დალისთან იყო. იუნნანის სეისმოლოგიურმა ბიურომ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ინფორმაცია დალის რაიონში ერთი გარდაცვალების და ექვსი დაშავებულის შესახებ.

რაც შეეხება მეორე მიწისძვრას, AP-ის ცნობით, ის სამხრეთ ჩინგაიში მოხდა და მისი ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში იყო. 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა წინა მიწისძვრისგან დაახლოებით 1 000 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ორგანიზაციის “მეცნიერება სამყაროს შესაცვლელად” [USGS] გეოფიზიკოსმა ჯონათან ტაიტელმა განაცხადა, რომ სააგენტო მიწისძვრისგან “მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს” ელის. რაც შეეხება ადგილობრივებს, ამ ეტაპზე მეორე მიწისძვრის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი