ახალი ამბები

ამნისტიის მიღება 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებითაც გვინდა — ხვიჩია

21 მაისი, 2021 • 1192
ამნისტიის მიღება 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებითაც გვინდა — ხვიჩია

“გირჩი” 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირებას აპირებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა იაგო ხვიჩიამ დღეს, 21 მაისს განაცხადა.

მისი თქმით, შერიგებისთვის აუცილებელია, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის მსგავსი სულისკვეთებით მოწესრიგდეს ის თარიღებიც, რომელიც ასევე აწუხებს და “მოსვენებას არ აძლევს” მხარეებს.

“ჩვენ გვინდა, რომ ისევე, როგორც ახლა ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ზუსტად იგივე სულისკვეთებას, რაც არის „ქართული ოცნების“ ამნისტიის კანონპოექტი 20 ივნისთან დაკავშირებით, მსგავს კანონპროექტს მოვამზადებთ ამ ორივე თარიღთან დაკავშირებით და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიას ითვალისწინებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი