ახალი ამბები

ავსტრიაში კაცს დაავადებული ფეხის ნაცვლად ჯანმრთელის ამპუტაცია ჩაუტარეს

21 მაისი, 2021 • 1638
ავსტრიაში კაცს დაავადებული ფეხის ნაცვლად ჯანმრთელის ამპუტაცია ჩაუტარეს

ავსტრიის ფრაიდშტადტის საავადმყოფოში პაციენტს დაავადებული მარცხენა ფეხის ნაცვლად ჯანმრთელი მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს. საავადმყოფოში მომხდარი ადამიანურ ფაქტორს მიაწერეს და „ტრაგიკულ შეცდომად“ შეაფასეს, იტყობინება „გარდიანი“.

საავადმყოფოს განცხადებით, მოხუც პაციენტს მარცხენა ფეხის ამპუტაცია ავადმყოფობის გამო დასჭირდა.

„ჩვენ ღრმად ვართ შოკირებული, რომ 18 მაისს, მიუხედავად ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა, 82 წლის მამაკაცს ჯანმრთელი ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს.

უნდა გავარკვიოთ, როგორ შეიძლება ეს შეცდომა მომხდარიყო. მსურს საჯაროდ მოვიხადო ბოდიში“, — განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ნორბერტ ფრითშმა.

ავსტრიული გამოცემის, „ჰოითეს“ ინფორმაციით, შეცდომა თავდაპირველად თავად პაციენტმაც სხვა დაავადებების გამო ვერ შეატყო. ამასთან ერთად, ფრითშის თქმით, პაციენტს ოპერაციამდე სთხოვეს დაედასტურებინა, რომ ამპუტაცია საჭირო ფეხს უტარდებოდა, თუმცა მოხუცის არტიკულაცია შეზღუდული იყო.

პაციენტს შესთავაზეს ფსიქოლოგიური დახმარება. გარდა ამისა, მას კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს მარცხენა ფეხის ამპუტაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი