ახალი ამბებიეკონომიკა

რა უნდა ვქნათ, როცა საბანკო სესხს ვეღარ ვფარავთ – რჩევები

21 მაისი, 2021 • 2702
რა უნდა ვქნათ, როცა საბანკო სესხს ვეღარ ვფარავთ – რჩევები

ორგანიზაცია “ჯეოველ რისერჩმა” “ფიფლ ინ ნიდთან” პარტნიორობით მოამზადა გზამკვლევი, რომელიც საქართველოში სესხის აღებას ეხება. გზამკვლევი დააინტერესებს არა მხოლოდ მათ, ვისაც სესხის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, არამედ ყველას, ვისაც ბანკთან თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან აქვს შეხება ან სამომავლოდ აპირებს სესხის აღებას.

გზამკვლევში გაანალიზებულია საქართველოში არსებული სასამართლო პრაქტიკა და მოცემულია რჩევები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც გარკვეული პრობლემების გამო სესხს ვეღარ ვფარავთ? ასევე, რა უნდა ვიცოდეთ:

  • სესხის აღების წინ
  • სესხის დაფარვისას
  • ბანკთან, მიკროსაფინანსოსთან და კერძო გამსესხებელთან ურთიერთობისას
  • სესხთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესამდე
  • სასამართლო პროცესის მსვლელობისას
  • სასამართლო პროცესის შემდეგ
  • სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში
  • რა უნდა გავაკეთოთ
  • რაზე უნდა დავფიქრდეთ
  • რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
  • რა უნდა ავირიდოთ თავიდან
  • ვინ დადგება ჩვენ გვერდით
  • ვის უნდა მოვერიდოთ

 გაეცანით გზამკვლევს ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში:

მასალების გადაბეჭდვის წესი