ახალი ამბები

Freedom House-ის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა

21 მაისი, 2021 • 971
Freedom House-ის თანახმად, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა

Freedom House-ის  ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც “გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების” (Nations in Transit) მდგომარეობას მიმოიხილავს, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა.

“Nations in Transit” აფასებს დემოკრატიის მდგომარეობას ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე 29 ქვეყანაში. 2021 წლის ანგარიში 2020 წლის მოვლენებს მიმოიხილავს. ანგარიში აფასებს თითოეულ ქვეყანას 7 ინდიკატორის მიხედვით:

  • ეროვნული დემოკრატიული მმართველობა
  • საარჩევნო პროცესი
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • დამოუკიდებელი მედია
  • ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა
  • კორუფცია

რეიტინგი 1-დან 7 ქულამდე შკალას ეფუძნება, რომელზეც 1 დემოკრატიის დონის ყველაზე დაბალი, ხოლო 7 უმაღლესი შეფასებაა. საქართველო წელს, ისევე როგორც წინა წლების ანგარიშებში, ტრანზიტული და ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში ხვდება. თუმცა მისი ქულა წინა წელთან (3.25) შედარებით გაუარესებულია და 3.18-ს შეადგენს.

NATIONS IN TRANSIT-ის ევრაზიის რეგიონის დემოკრატიის რეიტინგი 2011-2021 წლებში

“საქართველოს დემოკრატიის ქულა ახლა ახლოსაა იმასთან, რაც იყო ათწლეულის წინ, ვიდრე მოქმედი მმართველი პარტია მოვიდოდა ხელისუფლებაში საყოველთაო იმედგაცრუებისა და ავტოკრატიული ნიშნების ზრდის ფონზე”, — ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი