ახალი ამბები

ლედი გაგა ამბობს, რომ პროდიუსერმა გააუპატიურა, შემდეგ კი ორსულად ქუჩაში მიატოვა

21 მაისი, 2021 • 5082
ლედი გაგა ამბობს, რომ პროდიუსერმა გააუპატიურა, შემდეგ კი ორსულად ქუჩაში მიატოვა

ცნობილი მომღერალი ლედი გაგა ამბობა, რომ ერთ-ერთი ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერმა 19 წლის ასაკში გააუპატიურა. თვეების განმავლობაში გაგრძელებული ძალადობის შემდეგ კი „ქუჩაში, მშობლების სახლთან მიატოვა“.

ამის შესახებ მომღერალმა ოპრა ვინფრის გადაცემაში ისაუბრა. 

ქალი ჰყვება, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტკივილს მომხდარის შემდეგ წლების განმავლობაში გრძნობდა. ტკივილი დროდადრო იჩენდა ხოლმე თავს, რის გამოც არაერთხელ მიმართა ექიმებსაც.

„მივხვდი, რომ ეს იგივე ტკივილი იყო, რომელიც მაშინ ვიგრძენი, როდესაც კაცმა, რომელმაც გამაუპატიურა, ორსული ქუჩაში, ჩემი მშობლების სახლის კუთხესთან მიმატოვა. ცუდად ვიყავი, გული მერეოდა იმიტომ, რომ ჩემზე იძალადეს“, —  აცხადებს ის და დასძენს, რომ თვეების განმავლობაში სტუდიაში გამოკეტილი იყო.

გაგა არ ასახელებს იმ ადამიანის სახელს, ვინც გააუპატიურა. აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამისთვის მზად არ არის —„აღარასდროს მინდა მისი სახის დანახვა“.

ქალი ასევე იხსენებს, რომ პროდიუსერი დაემუქრა, გაანადგურებდა მის კარიერას, თუ ის ტანსაცმელს არ გაიხდიდა.

„ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა გამოკლევაზე, ტომოგრაფიაზე. ისინი ვერაფერს პოულობენ, მაგრამ შენს სხეულს ახსოვს. ვერაფერს ვგრძნობდი. ვდისტანცირდებოდი, თითქოს შენი ტვინი ითიშება. ისეთი განცდაა, რომ თითქოს შენ ვერ ხვდები, სხვა რატომ არ არის პანიკაში, მაგრამ თავად პარანოიას მუდმივად განიცდი“, — ასე აღწერს ფსქიოლოგიურ ტკივილს ლედი გაგა.

ის ასევე საუბრობს მენტალურ გამოჯანმრთელებაზე. ამბობს, რომ ეს ძალიან ნელი პროცესია. თუმცა ამ ყველაფერში თერაპია, თავის მოვლა და მუსიკა დაეხმარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი