ახალი ამბებიეკონომიკა

2021 წლის I კვარტალში უმუშევრობა 21.9 %-მდე გაიზარდა – საქსტატი

20 მაისი, 2021 • 1441
2021 წლის I კვარტალში უმუშევრობა 21.9 %-მდე გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.9 პროცენტი შეადგინა.

უმუშევრობის დონე საქართველოში 2018-2021/ საქსტატი

საქსტატის თანახმად, 2021 წლის I კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.8 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.3 პროცენტული პუნქტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი