ახალი ამბები

“მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ” – ირმა სოხაძე 17 მაისზე

20 მაისი, 2021 • 2584
“მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ” – ირმა სოხაძე 17 მაისზე

მომღერალმა ირმა სოხაძემ “ღამის კურიერის” ეთერში ჰომოფობიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველამ უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ. მომღერალი აცხადებს, რომ მასში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობა საოცარ პროტესტს იწვევს.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოჯახურ სიწმინდეს, მით უფრო იმ თარიღს, რომელსაც პატრიარქი დააწესებს. თუმცა ჩემში იწვევს აბსოლუტურ გაუგებრობას და საოცარ პროტესტს ის, თუ რატომ ვერ ვღებულობთ ცოტათი განსხვავებულ ადამიანებს, რა გვიშლის ხელს, რომ მათაც ჩაატარონ… პრაიდს არავინ ატარებდა… პრაიდი ბევრ ქვეყანაში აღიზიანებთ, ჩვენზე ნაკლებად ჰომოფობიურ ქვეყნებშიც კი. ამას რატომ აკეთებს ეს თემი? – იმიტომ, რომ ყურადღება მიიპყროს და გააპროტესტოს მისი უსამართლოდ დაჩაგრული მდგომარეობა.

…მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ და ერთმანეთის ჯინაზე ნურაფერს ნუ ვიზამთ. ასეთი ზიზღის გაღვივება ვინმეს ხელს აძლევს?”, – აცხადებს მომღერალი ირმა სოხაძე.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი