ახალი ამბები

სინოფარმით 22-28 დღის ინტერვალით აცრისთვის რეგისტრაცია 20 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება

19 მაისი, 2021 • 1237
სინოფარმით 22-28 დღის ინტერვალით აცრისთვის რეგისტრაცია 20 მაისს, 20:00 საათზე დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზაზე 22-28- დღიანი ინტერვალით რეგისტრაცია 20 მაისს, 20:00 საათიდან დაიწყება.

ამ დრომდე პირველი დოზით აცრილ მოქალაქეებს აღნიშნული ვაქცინის მეორე დოზით აცრაზე რეგისტრაცია მხოლოდ პირველი ინექციიდან 21-ე დღეს შეეძლოთ.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ვებ-გვერდ booking.moh.gov.ge-ზე, ან ცხელი ხაზის მეშვეობით – 1522.

19 მაისის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 97 153 ადამიანია აცრილი, მათგან ორჯერადად – 15 513 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი