ახალი ამბებისამართალი

აღსრულების ბიუროს თანამშრომელმა გამოსახლების დროებით შეჩერების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამი გამოართვა – სუსი

19 მაისი, 2021 • 2324
აღსრულების ბიუროს თანამშრომელმა გამოსახლების დროებით შეჩერების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამი გამოართვა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, შეფასების სამსახურის უფროსმა მოქალაქეს გამოსახლების პროცესის დროებით შეჩერების ნაცვლად 3500 დოლარი გამოართვა.

“გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის უფროსმა მოქალაქეს გამოსახლების პროცესის აღსრულების ექვსი თვის ვადით შეჩერების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3500 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი