ახალი ამბები

მოთხრილია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახურავები – სტიქია ლანჩხუთში

19 მაისი, 2021 • 1671
მოთხრილია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახურავები – სტიქია ლანჩხუთში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიაა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სახლის სახურავები.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ძლიერი ქარი მუნიციპალიტეტში დილის საათებში ამოვარდა და დაახლოებით 2.5 საათს გაგრძელდა.

“საკმაოდ ძლიერი ქარი იყო. მოთხრილია ხეები და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის შუქი მიეწოდება მხოლოდ ორ ტერიტორიულ ერთეულს, დანარჩენზე აღდგენითი სამუშაები მიმდინარეობს. დაზიანებულია სახლის სახურავებიც.

ზარალის დამთვლელი კომისია უკვე დაყოფილია ჯგუფებად და მიმდინარეობს ყველა უბნის აღწერა, რათა დავითვალოთ ზარალი”, – განუცხადა ალექსანდრე სარიშვილმა ნეტგაზეთს.

ფოტო გარეკანზე: გურია თუდეი / guria today

მასალების გადაბეჭდვის წესი