ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ასლან ბჟანია დამასკოში ანტიოქიის პატრიარქს შეხვდა

19 მაისი, 2021 • 1318
ასლან ბჟანია დამასკოში ანტიოქიის პატრიარქს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სირიაში, დამასკოში, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ იოანეს შეხვდა.

პატრიარქმა ასლან ბჟანია და მისი თანხმლები დელეგაცია 18 მაისს მიიღო.

ანტიოქიის პატრიარქის ფეისბუკის გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტად არის მოხსენიებული [აფხაზეთის დამოუკიდებლობა სირიამ 2018 აღიარა].

ფოტოებიდან ჩანს, რომ ბჟანიას პატრიარქთან ვიზიტისას თან ახლავს აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი სირიაში, ბაგრატ ხუტაბა.

ბაგრატ ხუტაბა პერიოდულად მართავს შეხვედრებს დამასკოში მყოფ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან. მარტის თვეში მან შეხვედრები გამართა პაკისტანისა და იემენელი ჰუსიტების ელჩებთან. ასევე, სირია-ირანის გაერთიანებული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან.

სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება

მასალების გადაბეჭდვის წესი