ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო 26 მაისის კონცერტისთვის 135 768 ლარს ხარჯავს

18 მაისი, 2021 • 1626
კულტურის სამინისტრო 26 მაისის კონცერტისთვის 135 768 ლარს ხარჯავს

კულტურის სამინისტრო თბილისის ოპერის თეატრში 26 მაისს გალა კონცერტისათვის 135 768 ლარის დახარჯვას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 14 მაისის N782 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა განახორციელოს 26 მაისთან დაკავშირებული გალა კონცერტის ორგანიზება“.

სამინისტროს განმარტებით, „26 მაისს აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ ამ დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ყველა ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს“.

ხარჯები სატენდერო დოკუმენტაციაში ასეა გაწერილი:

  1. გახმოვანების აპარატურა და ხმის რეჟისურა – 2 დღე. CPV79900000 – 6000ლ.
  2. ლედ ეკრანი – პ8, 80კვ/მ მონტაჟი-დემონტაჟი და დღიური იჯარა. CPV79900000 – 20800ლ.
  3. გრაფიკა – 26 მაისის ღონისძიების ვიდეო-ვიზუალების დამზადება სცენარის მიხედვით. CPV79900000 – 5900ლ.
  4. დეკორაციები – დეკორაციის მომზადება, მონტაჟი-დემონტაჟით, CPV79900000 – 32694.4ლ.
  5. სცენის შეფუთვა ყვავილებით – სცენის ე.წ. სარკე 16 მ. . კუთხის 2 კომპოზიცია, 12 შანდლის მოკაზმულობა, გადაზიდვა, ფლორისტის მომსახურება CPV79900000 – 4630ლ.
  6. სატელევიზიო გადაღება – მოძრავი სატელევიზიო სადგურით მომსახურება, მოძრავი სატელიტური სადგური, გენერატორი, თავისუფალი სიგნალის გავრცელება, გადამღები ჯგუფის მომსახურეობა. CPV92200000 – 27000ლ.
  7. საეთერო გახმოვანება – გალა კონცერტის პირდაპირი ეთერის საეთერო გახმოვანების უზრუნველყოფა.CPV79900000 – 10000ლ
  8. ტრანსპორტირება – სსიპ – გორის ქალთა კამერული გუნდის ტრანპსორტირება (გორი-თბილისი, თბილისი-გორი 2 დღე). CPV60100000 – 300ლ;
  9. ჰონორარები – 8 მოწვეული არტისტი – 28433.88ლ.

მასალების გადაბეჭდვის წესი