ახალი ამბები

„ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“ – კალაძე სინოფარმის ვაქცინით აიცრა

18 მაისი, 2021 • 863
„ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“ – კალაძე სინოფარმის ვაქცინით აიცრა

18 მაისს თბილისის მერი კახი კალაძე ჩინეთში წარმოებული სინოფარმის ვაქცინით აიცრა.

„უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა“, – დაწერა კალაძემ ფეისბუკზე და გამოაქვეყნა ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცრისას გადაღებული ფოტო.

18 მაისის მონაცემებით, საქართველოში სულ აცრილია 93 305 ადამიანი, დღიურად კი საშუალოდ 4021 იცრება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 332 441 შემთხვევაა დადასტურებული. ბოლო 24 საათში 1562 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა ვირუსით ინფიცირებული 4499 ადამიანი.

როგორ დავრეგისტრირდეთ კორონავირუსის ვაქცინაზე — დეტალური ინსტრუქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი