ახალი ამბები

მერობის კანდიდატობას ვაპირებ – ჯაფარიძე

18 მაისი, 2021 • 1238
მერობის კანდიდატობას ვაპირებ – ჯაფარიძე

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თბილისის მერობა სურს, თუმცა, თუ ოპოზიცია მას საერთო კანდიდატად შეარჩევს, მისთვის უკეთესი იქნება.

“თუ შემოთავაზება იქნება, თანახმა ვარ [თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი ვიყო]. ისედაც ვაპირებ, [კანდიდატად] რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი ვიქნები, ცხადია, უკეთესია.”

2021 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. ოქტომბერში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა გაიმართოს. ამასთან, ევროპული საბჭოს მედიაციით შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელს ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი აწერს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ბედიც უნდა გადაწყვიტოს.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ის მიღებას ვერ შეძლებს თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი