ახალი ამბები

ჩხუბი მოხდა, თუმცა ამჟამად სიწყნარეა – დმანისის მერი მომხდარ დაპირისპირებაზე

16 მაისი, 2021 • 1966
ჩხუბი მოხდა, თუმცა ამჟამად სიწყნარეა – დმანისის მერი მომხდარ დაპირისპირებაზე

დმანისში დღეს ადგილობრივ ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეთა ნაწილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ტატუაშვილის განცხადებით, ამჟამად კონფლიქტი აღარ გრძელდება.

“ჩხუბი მოხდა, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. [ჩხუბის] საფუძველი პოლიციამ უნდა დაადგინოს. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა”, – უთხრა მან ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე უძღოდა თუ არა დღევანდელ დაპირისპირებას სხვა წინარე ინციდენტიც, რასაც შესაძლოა კონფლიქტი გამოეწვია, ტატუაშვილი აცხადებს, რომ ეს მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

დღეს მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი.

მასალების გადაბეჭდვის წესი