ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დევნილებისთვის მათსავე საკუთარებაში არსებულ მიწებზე 200-მდე სახლი აშენდება – სააგენტო

16 მაისი, 2021 • 3197
დევნილებისთვის მათსავე საკუთარებაში არსებულ მიწებზე 200-მდე სახლი აშენდება – სააგენტო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება.

სააგენტოს ცნობით, პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი სახლის აშენებას ითვალისწინებს.

პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

სააგენტოს თანახმად, 40-მდე ოჯახთან სამმხრივი ხელშეკრულებები უკვე გააფორმეს და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.


ფოტო გარეკანზე: დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი