ნეტგაზეთი | 18 მაისს თბილისის რამდენიმე ათეულ ქუჩასა და უბანს ელ. ენერგია გაეთიშება 18 მაისს თბილისის რამდენიმე ათეულ ქუჩასა და უბანს ელ. ენერგია გაეთიშება – Netgazeti
RU | GE  

18 მაისს თბილისის რამდენიმე ათეულ ქუჩასა და უბანს ელ. ენერგია გაეთიშება

“თელასის” ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 18 მაისს თბილისის რამდენიმე ათეულ ქუჩასა და უბანს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება.

კერძოდ:

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების II, IV და V კვარტლების, ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, საქნავთის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების IV კვარტლის,  ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელიძის, იუმაშევის და გოკიელის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხათგვერდის, სოფელი ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, ქოშიგორის დასახლების,  დიღმის სასწავლო მეურნეობის, სამხედრო გზატკეცილის, ფარნავაზის გამზირის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის, პეტრიწის და დემეტრე თავდადებულის  ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და მინდელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, გლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III,  IIIა მიკრორაიონების, ჟორდანიას, ღოღობერიძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

მოსახლეობას გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულუას, წალკის, საბანიძის, ნაზიმი განჯელის, ქუმსიაშვილის, ბექა ოპიზრის, თელეთის, მუხათის, იალღუჯის, დეკაბრისტის, ისპაჰანის, ხუციშვილის, მერჩულეს, ცურტაველის, გრიშაშვილის, ბერძნის, შავნაბადას და ნიკო ლორთქოფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვერეს დაღმართის, საქანელას, მიხეილ ჯავახიშვილის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გვეტაძის, გაფრინდაულის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.