ახალი ამბები

საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი ახალციხეში აიცრა

14 მაისი, 2021 • 815
საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი ახალციხეში აიცრა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ახალციხეში აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ UNICEF ავრცელებს.

“ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავამარცხოთ პანდემია, რომელიც ყველა ჩვენგანზე, მათ შორის, ბავშვებზე ახდენს გავლენას, არავინ არ იქნება დაცული, სანამ ყველა არ იქნება აცრილი,” — ამბობს ღასან ხალილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 14 მაისის მონაცემებით, საქართველოში 81 076 აცრა ჩატარდა და სრულად ვაქცინირებულია 13 507 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი