ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

14 მაისი, 2021 • 844
ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, 4 მარტს ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

“სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გადაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს. საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის №204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.