ახალი ამბებიეკონომიკა

4 თვეში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა

13 მაისი, 2021 • 1086
4 თვეში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.1 მილიარდი აშშ დოალრი შეადგინა.

10.1%-ით გაიზარდა იმპორტი დაახლოებით 2.7 მილიარდ დოლარამდე.

მიმდინარე წლის აპრილში ექსპორტი 156 მლნ აშშ დოლარით [ 70%-ით] გაიზარდა 2020 წლის აპრილთან შედარებით. აპრილში ექპორტის მაჩვენებელი 378.3 მლნ აშშ დოლარი იყო. გასული წლის აპრილში საქართველოში “ლოქდაუნი” იყო გამოცხადებული, ბიზნესის ბევრი სექტორი არ მუშაობდა, ჩაკეტილი იყო ქვეყნის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვარი, თუმცა 2021 წლის აპრილის ექსპორტი 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლსაც აღემატება. 2019 წლის აპრილში ექსპორტის მოცულობა 311 მლნ აშშ დოლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი