დღეს, ისანში, აწყურის N45-ში (მეტრო ისნის მიმდებარედ), საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო საფოსტო გადამზიდი კომპანია ინექს გრუპის ახალი სათავო ოფისი გაიხსნა.
მომხმარებლები უკვე ახალ მისამართზეც ყოველდღიურად, დასვენების დღეების გარეშე, შეძლებენ კომპანიის სრული სერვისით სარგებლობას: ონლაინ გამოწერილი, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების მიღებასა და გაგზავნას. ფილიალში კლიენტებს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესიც მოემსახურებათ.
ინექს გრუპი წელიწადში საშუალოდ 3 მილიონ კილოგრამამდე ამანათის ტრანსპორტირებას ახდენს, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი კერძო გადამზიდი კომპანიაა და მუდმივად ფართოვდება. მას თბილისში ექვსი, ხოლო საქართველოს მასშტაბით 40 სერვის ცენტრი აქვს.
ინექს გრუპი მომხმარებელს 2021 წელსაც ბევრ სიახლეს ჰპირდება. წელს უკვე გაიხსნა მესამე ფილიალი ქუთაისში, იგეგმება ახალი, მეორე სერვის ცენტრის დამატება ბათუმში. კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს უცხოეთიდან ტრანსპორტირების ახალი მიმართულებების დამატებასა და ქვეყნის მასშტაბით შიდა გადაზიდვების ახალი სერვისის აწყობაზე. ამ ეტაპზე ინექს გრუპი ამანათების ტრანსპორტირებას ახდენს შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, კვიპროსი, ისრაელი, ესპანეთი, საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები და პოლონეთი. ახორციელებს კომერციულ გადაზიდვებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
რაც შეეხება ინტელიექსპრესს, იგი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. ოპერირებს მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში. ლიცენზირებულია: ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. ინტელიექსპრესი ფლობს საკუთარ ფილიალებს დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, კვიპროსში, იტალიასა და საქართველოში. ინტელიექსპრესი მუდმივად ნერგავს ქვეყანაში ახალ სერვისებს.
საქართველოში ინექს გრუპის ფილიალები იხილეთ ბმულზე.
ინტელიექსპრესის ფილიალების სრული სიის სანახავად კი მიჰყევით ბმულს.