ახალი ამბებირეკლამა

“ინექს გრუპმა” და “ინტელიექსპრესმა” ქუთაისში ერთობლივი ფილიალი გახსნეს

28 აპრილი, 2021 • 3109
“ინექს გრუპმა” და “ინტელიექსპრესმა” ქუთაისში ერთობლივი ფილიალი გახსნეს

დღეს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზ. N10-ში (კიკვიძის პარკის მიმდებარედ), საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო საფოსტო გადამზიდი კომპანია ინექს გრუპის და ერთადერთი, საქართველოში დაარსებული, საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა. ამ ეტაპზე, ქუთაისში, ინექს გრუპს სამი, ხოლო ინტელიექსპრესს ოთხი ფილიალი აქვს.

ინექს გრუპის მომხმარებლები შეძლებენ ონლაინ გამოწერილი და პერსონალურად გამოგზავნილი ამანათების მიღებას იტალიიდან, საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, კვიპროსიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ასევე ამერიკიდან, ჩინეთიდან და ისრაელიდან. ამასთან ამანათების გაგზავნას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ინექს გრუპის სერვისი ასევე მოიცავს კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით.

ახალ ფილიალში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ინტელიექსპრესის სრული სერვისით: მიიღონ და გაგზავნონ ფულადი გზავნილები 70-ზე მეტ ქვეყანაში, ყველაზე მაღალი კურსით მოახდინონ ვალუტის კონვერტაცია, განახორციელონ კომუნალური გადახდები და გამოიყენონ სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტი. ასევე ფილიალიდან შესაძლებელი იქნება თანხის გადარიცხვა ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში საბანკო ანგარიშზე დაბალი ტარიფებით, 1 სამუშაო დღეში. ყველანაირი დამატებითი დაზღვევის ხარჯის გარეშე. აღნიშნული სერვისის შეთავაზება ინტელექსპრესს შეუძლია ევროპული და ბრიტანული ლიცენზიებით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. 

ინექს გრუპი 2010 წელს დაარსებული საქართველოში ყველაზე მსხვილი კერძო საფოსტო გადამზიდავი კომპანიაა და წელიწადში საშუალოდ 3 მილიონ კილოგრამამდე ამანათის ტრანსპორტირებას ახდენს. ინექს გრუპი ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების,  პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა   და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოში. ასევე ამანათების გადაზიდვას საქართველოდან ევროპის ქვეყნებში. ინექს გრუპს საქართველოს მასშტაბით 40 სერვის ცენტრი აქვს და ამანათების გაცემას მომხმარებლებისთვის საკუთარი ქსელის მეშვეობით ახდენს.

ინტელიექსპრესი ერთადერთი საქართველოში დაარსებული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემაა. საქართველოს გარდა აქვს საკუთარი ფილიალები დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიასა და კვიპროსში. ფულადი გზავნილების კომპანიის სერვისი, აგენტი ბანკების, პარტნიორი სისტემებისა და საკუთარი ფილიალების მეშვეობით, ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის 70-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.

საქართველოში ინტელიექსპრესის ფილიალების სრული სიის სანახავად მიჰყევით ბმულს. ინექს გრუპის ფილიალები იხილეთ ბმულზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი