ახალი ამბები

ვგმობთ სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ — ზალკალიანი

12 მაისი, 2021 • 1136
ვგმობთ სარაკეტო თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ — ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას Twitter-ზე ეხმაურება.

“საქართველოს მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. საქართველო მკაცრად გმობს ძალადობას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს მშვიდობას და სტაბილურობას რეგიონში. რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს”, — წერს დავით ზალკალიანი.

ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირებას, სულ მცირე, 40 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს, ისრაელი კი მასობრივ საჰაერო იერიშებს განაგრძობს. ამასთან, ღამით არეულობა იყო ისრაელის რიგ ქალაქებში, ადგილობრივი არაბი მოსახლეობის დემონსტრაციების ფონზე.

დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი — ისრაელი-ღაზის დაპირისპირება

მასალების გადაბეჭდვის წესი