ახალი ამბები

ჯიმ რიში ენმ-ისგან პარლამენტში შესვლას ელის

12 მაისი, 2021 •
ჯიმ რიში ენმ-ისგან პარლამენტში შესვლას ელის

სენატორი ჯიმ რიში ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რიშის შეფასებით, მელიას გათავისუფლება, 18-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, 2021 წლის აპრილში მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი დაპირების შესრულებაა.

“ახლა, როდესაც ბატონი მელია გათავისუფლებულია, ველი, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც გასული თვის შეთანხმებაზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერიათ, პირობას შეასრულებენ — ხელს მოაწერენ დოკუმენტს, დაიკავებენ თავიანთ ადგილებს საქართველოს პარლამენტში და სხვა ხელმომწერებთან ერთად იმუშავებენ საქართველოს პოლიტიკურ ისტორიის ამ არეული თავის დასახურად”, — ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრის განცხადებაში.

ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შევა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ ან Facebook-ზე გამოკითხვის შედეგად უნდა მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი