ახალი ამბები

კორონავირუსი: შეიძლება ალკოჰოლის მიღება აცრამდე? – NCDC-ის პასუხი

10 მაისი, 2021 • 4919
კორონავირუსი: შეიძლება ალკოჰოლის მიღება აცრამდე? – NCDC-ის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC] კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასა და ალკოჰოლის მიღების შესახებ განმარტებას ავრცელებს.

შეიძლება აცრამდე ან აცრის შემდეგ ალკოჰოლის მიღება? – ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რომელსაც მოქალაქეები, მათ შორის, სოციალურ ქსელში სვამენ.

ამ კითხვაზე საპასუხოდ უწყება ამბობს, რომ ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს. თუმცა:

„იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბუხუსევის შეგრძენებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული.

გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში. იგსწარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს“, – წერს უწყება.

ნახეთ ასევე:

“დიდი დალევა ვაქცინაციის შემდეგ დიდხანს მიზანშეწონილი არაა, ერთი ჭიქა შეგიძლიათ” – გამყრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი