ახალი ამბები

“დიდი დალევა ვაქცინაციის შემდეგ დიდხანს მიზანშეწონილი არაა, ერთი ჭიქა შეგიძლიათ” – გამყრელიძე

7 მაისი, 2021 • 2094
“დიდი დალევა ვაქცინაციის შემდეგ დიდხანს მიზანშეწონილი არაა, ერთი ჭიქა შეგიძლიათ” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქციანციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის, თუმცა ერთი ჭიქის დალევა პრობლემას არ წამოადგენს.

ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ამ კითხვას მასაც ხშირად უსვამენ, რაზეც პასუხობს, რომ ზომიერების ფარგლებში ეს დასაშვებია, თუმცა, თუ მას დიდი ოდენობით მიიღებს ადამიანი, შესაძლოა, პრობლემები განვითარდეს:

“ის, რაც ქართველებს გვიყვარს, დიდი დალევა, ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და როცა მეკითხებიან, ვთხოვ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დავლევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეუძლიათ დალიონ. ისევე, როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, ხოლო თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება განვითარდეს”, – თქვა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი