ნეტგაზეთი | პარლამენტში შესვლაზე პარტიაში პოზიციები განსხვავებულია — მელია პარლამენტში შესვლაზე პარტიაში პოზიციები განსხვავებულია — მელია – Netgazeti
Batumelebi | RU

პარლამენტში შესვლაზე პარტიაში პოზიციები განსხვავებულია — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხზე ენმ-ში აზრთა სხვადასხვაობაა და გადაწყვეტილება კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული.

“ხვალიდან გაიმართება მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, ბლოკ “ნაციონალური მოძრაობის” ფარგლებში, უშუალოდ პარტიაში, მეგობრებთან და ასევე, არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან. ამას დასჭირდება არაერთი დღე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით — ერთ საათში რომ კენჭისყრა ჩაატარო, “ნაციონალურ მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით, რა შედეგით დასრულდება”, — განაცხადა მელიამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ.

ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხის გავლას აპირებს ყველა კოლეგასთან.

“ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით. მეც მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება რიგ საკითხებთან მიმართებაში, უბრალოდ მგონია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური. ვერანაირად ვერ ვიქნები ამ ბრძოლის გამარჯვების სიმბოლო, რახან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. დარწმუნებული ვარ, მე არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არის”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ციხე დატოვა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.