ახალი ამბები

გაფიცვის მე-7 დღე ოზურგეთში, ფქვილის საწარმოში

10 მაისი, 2021 • 1382
გაფიცვის მე-7 დღე ოზურგეთში, ფქვილის საწარმოში

ოზურგეთში ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლები უკვე მე-7 დღეა გაფიცულები არიან.

ისინი ხელფასების მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

გაფიცულთა ადვოკატმა, თინათინ ბასილაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ხვალ, 11 მაისს გაიმართება გაფიცულებსა და კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, სადაც მხარეები საერთო პოზიციის შეჯერებას შეეცდებიან.

“ერთ მაგიდასთან დასხდება ორივე მხარე და იმედია, რომ რაიმე შედეგს დავდებთ ხვალ”, – უთხრა მან ნეტგაზეთს.

გაფიცვის პარალელურად, სოციალურ ქსელში მოქალაქეთა ნაწილმა გაფიცულებისთვის დაიწყო ფულის შეგროვება, რათა ამ გზით სოლიდარობა გამოუცხადონ მათ.

ქვეყანაში გაფიცვები მიმდინარეობს, ერთი კვირაა გაფიცულია ოზურგეთის გულისტანის ქარხანაც, სადაც ოცი მშრომელი ღირსეულ…

Posted by ხმა on Sunday, May 9, 2021

7 მაისს ფქვილის ქარხნის მფლობელი კომპანიის შპს “გურია ექსპრესის” ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებისა და გაყიდვების შემცირების გამო, ხელფასების მატება შეუძლებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი