ახალი ამბები

ყველა პარტნიორმა შეასრულა დაპირება, მათ შორის, ევროკავშირმაც – კრამონი მელიას გირაოს გადახდაზე

8 მაისი, 2021 • 867
ყველა პარტნიორმა შეასრულა დაპირება, მათ შორის, ევროკავშირმაც – კრამონი მელიას გირაოს გადახდაზე

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონა ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველა მხარემ, მათ შორის ევროკავშირმაც საკუტარი დაპირებები შეასრულა. ამის შესახებ კრამონმა Twitter-ზე დაწერა.

“შესანიშნავია! და კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა საკუთარი დაპირება შეასრულა, მათ შორის ევროკავშირმაც. შემდეგი ნაბიჯი ნიკა მელიას საპატიმროდან მალე გათავისუფლებაა. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად “, – წერს კრამონი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებად გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.

წარმომადგენლობის ცნობით თანხა ორგანიზაციამ “ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის” გამოყო, ხელისუფლებას კი აღნიშნული თანხა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცამ გადასცა.

რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რომელმაც მელიას გირაო გადაიხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი