ახალი ამბები

“ხელისუფლება გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად იყენებს ყველა ბერკეტს” – ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

8 მაისი, 2021 • 2365
“ხელისუფლება გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად იყენებს ყველა ბერკეტს” – ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინსიტრი, ირაკლი ღადიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა და მის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილმა გახელაძის უჯახის წევრებს უთხრა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებად. ასევე, მისი თქმით, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

ღარიბაშვილის განცხადებით გახელაძის პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

ზაზა გახელაძის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო დარღვევისა და სამხედრო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით.

ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.

გახელაძე ცხინვალში გაასამართლეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით [317 და 322] [საზღვრის უკანონო დარღვევა და პოლიციელზე თავდასხმა მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზნით]. 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი