ახალი ამბები

პუტინმა რუსული ვაქცინა კალაშნიკოვის ავტომატს შეადარა

7 მაისი, 2021 • 828
პუტინმა რუსული ვაქცინა კალაშნიკოვის ავტომატს შეადარა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ კალაშნიკოვის ავტომატს შეადარა, წერს „მედუზა“.

გამოცემის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვასთან განაცხადა.

პუტინის მტკიცებით, „მოდერნას“ თუ „ფაიზერის“ ვაქცინებისგან განსხვავებით, რუსული ვაქცინები „დაფუძნებულია ტექნოლოგიებზე და პლატფორმებზე, რომლებიც ათწლეულები გამოიყენებოდა“ და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხოა.

„როგორც ერთმა ევროპელმა სპეციალისტმა თქვა, [რუსული ვაქცინები] ისევე სანდოა, როგორც კალაშნიკოვის ავტომატი. ვფიქრობ, ის მართალია“, — თქვა პუტინმა.

თუმცა 27 აპრილს ბრაზილიამ სპუტნიკ V-ის ქვეყანაში შეტანა აკრძალა.  ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით არ არსებობს „თანმიმდევრული და სანდო მონაცემები“, ასევე პრობლემურია ვაქცინის შემადგენლობაც, რის გამოც ისინი მხარს ვერ დაუჭერენ „სპუტნიკის“ ქვეყანაში შეტანის გადაწყვეტილებას.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი