ახალი ამბებიეკონომიკა

ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ – თურნავა

5 მაისი, 2021 • 910
ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ – თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე ხომ არ იგეგმება დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

“ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ. ამა სწინათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ უქმეები გამოცხადდა, ასევე შეიზღუდა საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა. ამან მობილობის შემცირების თვალსაზრისით იმუშავა. ამ ეტაპზე დიდ შეზღუდვებს ბიზნესში არ ვაწესებთ და ვცდილობთ, რომ მის გარეშე გავიდეთ ფონს”,-აცხადებს თურნავა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო თვეების განმავლობაში. შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რაც ქვეყანაში ჩატარებული ტესტების პროცენტულ რაოდენობას ნიშნავს. 4 მაისის მონაცემებით დღიური დადებითობის მაჩვენებელი თითქმის 8%-ია.

9 აპრილს მთავრობამ  4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა. 26 აპრილს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს ქალაქებში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი