ახალი ამბები

3-12 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება

26 აპრილი, 2021 •
3-12 მაისს მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება

დღეს, 26 აპრილს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს ქალაქებში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა.

ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჩვეულებრივ იმოძრავებს და მას შეზღუდვები არ შეეხება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3-12 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი