ახალი ამბები

გაბუნია: 5910 საწოლიდან თავისუფალია 1500-მდე

5 მაისი, 2021 • 595
გაბუნია: 5910 საწოლიდან თავისუფალია 1500-მდე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით 5910 კოვიდ საწოლიდან თავისუფალია 1500-მდე საწოლი.

„დანარჩენი დაკავებულია. განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ სამუშაოს კოვიდ სასტუმროები და ონლაინ კლინიკები“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გაბუნიამ თქვა, რომ განსაკუთრებით მწვავე სიტუაცია თბილისშია. მისივე თქმით, გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებებია გაძლიერება.
მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა. უწყება ამბობს, რომ სასურველია, ეს მაჩვენებელი 90%-ზე მაღალი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი