ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

5 მაისი, 2021 • 878
ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური ჩინეთში წარმოებული „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„მოვუწოდებ ყველას, გაიკეთონ ვაქცინა, ეს იქნება „სინოფარმის“ თუ სხვა ვაქცინა.

წელიწადზე მეტია ველოდებით, თუმცა არაფერი შეიცვალა… პირიქით, უარესდება მსოფლიოში ყველგან ეპიდსიტუაცია.. ბევრი ადამიანი იღუპება. რასაც გვეუბნებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ჩვენი ჯანდაცვა, ექიმები, სხვა გამოსავალი არ არის“, – თქვა გომელაურმა.

რამდენიმე დღის წინ მთავრობის ადმინისტრაციამ დააანონსა, რომ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთვებიან მინისტრები და პარლამენტის დეპუტატები. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ისინი ან „სინოფარმით“, ან „ასტრაზენეკათი“ აიცრებიან. ამ ეტაპზე საქართველოში „ასტრაზენეკით“ მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ აცრა.

რაც შეეხება „სინოფარმს“, გუშინ ამავე ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 

გარეკანი ფოტო: „ფორმულა“

მასალების გადაბეჭდვის წესი