ახალი ამბები

Pfizer-მა FDA-ს სტანდარტულ სამაცივრე ტემპერატურაზე შენახვის ნებართვისთვის მიმართა

4 მაისი, 2021 • 1423
Pfizer-მა FDA-ს სტანდარტულ სამაცივრე ტემპერატურაზე შენახვის ნებართვისთვის მიმართა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Pfizer აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას მიმართავს და პრეპარატის ჩვეულრბვის სამაცივრე დემპერატურაზე შენახვის ნებართვას სთხოვს.

როგორც CNN წერს, აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს ვაქცინის დისტრიბუციასა და ადმინისტრირებას.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიამ FDA-ს წარუდგინა ახალი მონაცემები და შესაძლოა ვაქცინამ მიიღოს 4 კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ სამაცივრე ტემპერატურაზე შენახვის ნებართვა.

ამჟამად Pfizer-ის ვაქცინას FDA-სგან -80; -60 გრადუსზე შენახვის ნებართვა აქვს მიღებული, ან ორი კვირის განმავლობაში -25; -15 გრადუს ტემპერატურაზე, რაც გარკვეულ გართულებებს ქმნის მისი დისტრიბუციისას.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინა შესაძლებელია შეინახონ 2; 8 გრადუსზე ოთხი კვირის განმავლობაში.

კომპანიის წარმოამდგენლის თქმით, Pfizer ასევე მუშაობს ფორმულაზე, რომელიც პრეპარატის უფრო დიდი ხნით შენახვის შესაძლებლობას გააჩენს როგორც სტანდარტულ, ასევე ცივი ჯაჭვის მაცივრებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი