ახალი ამბები

“ჯერ გარკვევაა საჭირო” – დეკანოზი ჯაღმაიძე გარეჯის ინციდენტზე

4 მაისი, 2021 • 968
“ჯერ გარკვევაა საჭირო” – დეკანოზი ჯაღმაიძე გარეჯის ინციდენტზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავითგარეაჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ჯერ გარკვევაა საჭირო”.

აღნიშნული დეკანოზმა “ნეტგაზეთს” კითხვის საპასუხოდ მოსწერა. “ნეტგაზეთმა” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს გარეჯში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სთხოვა კომენტარი, რადგანაც ივერი მელაშვილი და “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი აცხადებენ, რომ თავს სასულიერო პირები დაესხნენ.

 

“მთავარი არხი” გარჯში მათ ჟურნალისტებსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ვრცლად წაიკითხეთ: https://netgazeti.ge/news/539824/

Posted by Netgazeti on Tuesday, 4 May 2021

მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ესენი არიან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები – მელაშვილი თავდამსხმელებზე

მასალების გადაბეჭდვის წესი