ახალი ამბები

“თუ 60% 2-ჯერ აიცრება, გარე სივრცეში პირბადეებს მოვიხსნით” – გამყრელიძე

4 მაისი, 2021 • 1191
“თუ 60% 2-ჯერ აიცრება, გარე სივრცეში პირბადეებს მოვიხსნით” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობის  60% კორონავირუსზე 2-ჯერ აიცრება, გარე სივრცეში პირბადეების ტარების აუცილებლობა აღარ იარსებებს.

„რაც შეეხება გადაწყვეტილების მნიშვნელობას – აცრებისა და იმუნიზაციის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება. მთავარი გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. უკვე მივეჩვიეთ თუნდაც ამ ნიღბების ტარებას. აუცილებელია და კიდევ დაგვჭირდება გარკვეული პერიოდი.

მაგრამ თუ ავიცრებით 2-ჯერ, 60% ჩვენი მოსახლეობის გარეთა სივრცეში ამ ნიღაბს უკვე მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა პოპულაციური იმუნიტეტი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, აქტიურად მივიდეთ ცხელ პუნქტებში და ავიცრათ“, – აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე დღეს, 4 მაისს ჩინური „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინით აიცრა.

რაც შეეხება მოსახლეობის 60%-ს, ჯერ კიდევ იანვარში ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წარადგინა. ამ გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მთავრობის გათვლით. 2022 წლის დადგომამდე კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 1.7 მილიონი ადამიანი აიცრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი