ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა ცოლთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

3 მაისი, 2021 • 1339
ფაშინიანმა ცოლთან ერთად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ცოლთან, ანა ჰაკობიანთან ერთად დღეს, 3 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ფაშინიანმა ფეისბუკისა და ინსტაგრამ გვერდებზე გაავრცელა და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვა ურჩია.

ამასთან, ფაშინიანს ვაქცინის სახელწოდება არ გაუსაჯაროებია. სომხეთში ამ ეტაპზე “ასტრაზენეკას” და რუსული “სპუტნიკის” ვაქცინებია ხელმისაწვდომი, თუმცა ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში ძალიან ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რაც სომხეთის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი