ახალი ამბები

მაშველებმა მესტიაში დაღუპული ტურისტის  ცხედარი იპოვეს

3 მაისი, 2021 •
მაშველებმა მესტიაში დაღუპული ტურისტის  ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიაში, გულის უხელტეხილზე, ხევში გადავარდნილი ქალის ცხედარი იპოვეს. 

“112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში, გულის უღელტეხილზე იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას. ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შემოვიდა  სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი”, – იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 

ამავე წყაროს ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს,  ხოლო ხევში გადავარდნილი ქალის  საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს და ტერიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი