ახალი ამბები

კოვიდ ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 5.0 % -ია ბოლო 14 დღეში

3 მაისი, 2021 • 1342
კოვიდ ტესტების დადებითობის მაჩვენებელი 5.0 % -ია ბოლო 14 დღეში

საქართველოში კოვიდ 19-ზე ტესტირების შედეგად დადებითობით დღიური მაჩვენებელი 6.81 %-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე კი ეს ციფრი 5.0% -ს შეადგენს. 

ამ ინფორმაციას მთავრობა აქვეყნებს 3 მაისს. 

დადებითობის ასეთი მაჩვენებლის გამო არ არის გამორიცხული, მთავრობამ კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცროს. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 14 მარტს აცხადებდა, რომ თუკი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს აცდებოდა, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებაზე იფიქრებდა. 

“დადებითობის მაჩვენებელთან ერთად, ჩვენ ინფექციის განვითარების კოეფიციენტსაც ვაკვირდებით. მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა. დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოქდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე”, – განაცხადა მინისტრმა 14 მარტს. 

კოვიდ 19- ით 12 გარდაცვლილი, 509 ახალი ინფიცირებული – 3 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი