ახალი ამბები

იერუსალიმი: წმინდა ცეცხლის რიტუალი COVID-19-ზე აცრილი მორწმუნეებისთვის[ფოტო]

1 მაისი, 2021 •
იერუსალიმი: წმინდა ცეცხლის რიტუალი COVID-19-ზე აცრილი მორწმუნეებისთვის[ფოტო]

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის რიტუალს მხოლოდ COVID-19-ზე აცრილი მომლოცველები ესწრებოდნენ. რიტუალი პირველ მაისს, მართლმადიდებლურ აღდგომამდე 1 დღით ადრე შესრულდა.

Reuters-ის თანახმად, ცერემონიაზე 2 500 ადამიანი იმყოფებოდა: გაცილებით მეტი, ვიდრე გასულ წელს. დამსწრეთა რაოდენობის ზრდა უკავშირდება ისრაელის მთავრობის მიერ პანდემიის კრიზისის თანმდევი რეგულაციების შემსუბუქებას ვაქცინაციის პროცესის დაწყებისა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებლის მკვეთრი შემცირების შემდეგ.

ღონისძიებამ სოციალური დისტანციის გარეშე ჩაიარა. თუმცა, ტაძარში შესვლა მხოლოდ ახალ კორონავირუსზე აცრილი მომლოცველებისთვის იყო დაშვებული.

ტაძარში შეკრებილი მრევლი რიტუალის კულმინაციას ელოდა სანთლებითა და ჩირაღდნებით, რომელთა მეშვეობითაც მაცხოვრის საფლავიდან იერუსალიმის პატრიარქის მიერ გამოტანილი ცეცხლი მალე მთელ ტაძარში გავრცელდა.

მართლმადიდებელი მორწმუნეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ცეცხლი ადამიანის ჩარევის გარეშე ინთება, რაც ღვთიური ნიშანია. შესაბამისია რიტუალის სახელწოდებაც – “ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლა”.

ცეცხლი იერუსალიმიდან მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მათ შორის, საქართველოში, იგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი