ახალი ამბები

მარნეულის მერიასთან აქტივისტები დააკავეს

29 აპრილი, 2021 •
მარნეულის მერიასთან აქტივისტები დააკავეს

მარნეულის მერიასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მათ შორისაა გიორგი მუმლაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ძმას სამსახურიდან მისი აქტივობის გამო ათავისუფლებენ.

სწორედ სიმონ მუმლაძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ აქტივისტები დღეს დილიდან მარნეულის მერიასთან. მათ პოლიციამ მერიის შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია 6 პირი ადმინისტრაციულ სამაართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩხილებლობას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ გიორგი მუმლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ძმას, სიმონ მუმლაძეს, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს “ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში” 10 წელია მუშაობს სპეციალისტად, სამსახურიდან ათვისუფლებდნენ. აღნიშნულს მუმლაძე საკუთარ საქმიანობას უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი