ახალი ამბები

29 აპრილი: გამოვლინდა კორონავირუსის 1433 შემთხვევა, დადებითობა თითქმის 5%-ია

29 აპრილი, 2021 • 722
29 აპრილი: გამოვლინდა კორონავირუსის 1433 შემთხვევა, დადებითობა თითქმის 5%-ია

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 433 შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევები 29024 კვლეევის საფუძველზე გამოვლინდა, მათგან 11 185 ანტიგენისა და 17 839 PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.72% იყო. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  308 834-მდე გაიზარდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კი ვირუსს, ჯამში, 4 095 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

    •  თბილისი – 904
    •  აჭარა – 146
    • იმერეთი – 79
    • ქვემო ქართლი – 54
    • შიდა ქართლი – 39
    • გურია – 31
    •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99
    • კახეთი – 45
    •  მცხეთა-მთიანეთი – 28
    • სამცხე-ჯავახეთი –  8

ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა 14 737-ია, მათგან 3 765 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი