“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე 2020 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადებას მამუკა ხაზარაძის პრესსამსახხური ავრცელებს.
“გამოვდივართ ინიციატივით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია. ინფორმაცია არის დახურული, “ქართული ოცნება” ითხოვს ყველას შეწყალებას, მაგრამ სანამ შეწყალებაზე იქნება საუბარი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს პირები, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას, ვინ იჯალათა, ვინ გასცა ბრძანება, ამას სჭირდება დადგენა და, შესაბამისად, სჭირდება საპრალამენტო კომისიის შექმნა”, – აცხადებს ხაზარაძე.
“ქართული ოცნება” და ოპოზიცია ამნისტიის შესახებ ორ სხვადასხვა კანონპროექტს დაარეგისტირებენ.
მხარეები ვერ თანხმდებიან 2 საკითხზე: დაზარალებულთა თანხმობის დათქმაზე და მიდგომაზე, ამნისტია გავრცელდეს იმ მუხლებზე, რომლებზეც ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, თუ — 20 ივნისის დანაშაულებზე სრულად, გარდა წამებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა.
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია კონკრეტული საკითხის შესასწავლად ყალიბდება და მის შესაქმნელად პარლამენტის ერთი მესამედის ანუ 50 ხმაა საჭირო. რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ამასთან, რეგლმანეტი არ განსაზღვრავს იმას, თუ რამდენი წევრი უნდა იყოს დროებით საგამოძიებო კომისიაში. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად.