აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და სააღდგომო წირვაზე დასწრების მსურველებს პირბადისა ტარებისა და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
საპატრიარქო მღვდელმთავრებს მიმართავს, რომ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა უზრუნველყონ.
“საზოგადოებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე. ვინაიდან ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც. რისკისჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა.
ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ”, — ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.








