ახალი ამბები

64%-ის თქმით, სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო – CRRC-ის კვლევა

27 აპრილი, 2021 • 1539
64%-ის თქმით, სსრკ-ის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო – CRRC-ის კვლევა

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის “საქართველოს მომავალი” თანახმად, მოსახლეობის 64 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის დადებითი მოვლენა იყო.

აზრს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის პოზიტიური მოვლენა იყო, არ ეთანხმება გამოკითხულთა 28 პროცენტი. 8 პროცენტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, ხოლო თითქმის ერთ პროცენტს [დამრგვალებული] არ სურს უპასუხოს დასმულ კითხვას.

CRRC-ის მიხედვით, რეგრესული ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლასთან დაკავშირებული პოზიცია გარკვეულწილად განისაზღვრება დასახლების ტიპის, ეკონომიკური მდგომარეობის, განათლებისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვით.

კვლევის ანგარიშში წერია, რომ ახალგაზრდები, დედაქალაქის მოსახლეები, შედარებით შეძლებული და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობა, უფრო მაღალი ალბათობით, ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დადებითი მოვლენა იყო.

 

 


ორგანიზაციამ კვლევა 2020 წლის 10-28 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის დროს სულ გამოიკითხა 1928 რესპოდენტი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.2 პროცენტია. კვლევა ნაწილია პროექტისა სახელწოდებით “საქართველოს მომავალი”, რომელსაც კარნეგი ევროპა და ლევან მიქელაძის ფონდი ახორციელებენ შვედეთისა და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი