ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

57 % -ის აზრით, 1990-იანებში მომხდარი ომების თავიდან არიდება შეიძლებოდა – CRRC-ის კვლევა

27 აპრილი, 2021 •
57 % -ის აზრით, 1990-იანებში მომხდარი ომების თავიდან არიდება შეიძლებოდა – CRRC-ის კვლევა

CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში 1990-იან წლებში მომხდარი ომების თავიდან არიდება შეიძლებოდა.

გამოკუთხულთა 16 პროცენტი სრულად ეთანხმება დებულებას, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 90-იან წლებში მომხდარი ომების თავიდან არიდება შეიძლებოდა”, 41 პროცენტი ეთანხმება, 16 პროცენტი არ ეთანხმება, 2 პროცენტი კი საერთოდ არ ეთანხმება აღნიშნულ დებულებას.

გამოკითხულთა 23-მა პროცენტმა არ იცის პასუხი კითხვაზე, ხოლო ერთი პროცენტი თავს იკავებს.

კვლევის დროს ასევე დაისვა შეკითხვა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც. მოსახლეობის 55 პროცენტი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან აეცილებინა ქვეყანას, მოსახლეობის 28 პროცენტი ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას. 17-მა პროცეტმა არ იცის კითხვაზე პასუხი, ხოლო 1 პროცენტს არ სურს უპასუხოს შეკითხვას.


ორგანიზაციამ კვლევა 2020 წლის 10-28 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის დროს სულ გამოიკითხა 1928 რესპონდენტი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარი 2.2 პროცენტია. კვლევა ნაწილია პროექტისა, სახელწოდებით “საქართველოს მომავალი”, რომელსაც კარნეგი ევროპა და ლევან მიქელაძის ფონდი ახორციელებენ შვედეთისა და ფინეთის მთავრობების მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი