ახალი ამბები

მესტიაში ადიდდა ღელე, რამდენიმე სახლიდან ადამიანები გავიყვანეთ – საგანგებო

27 აპრილი, 2021 •
მესტიაში ადიდდა ღელე, რამდენიმე სახლიდან ადამიანები გავიყვანეთ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მესტიაში, სოფელ ჟაბეშში ადიდებული იყო ღელე, რომელსაც თან ტალახი მოჰქონდა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დააზიანა.

უწყება ამბობს, რომ წუხელ საღამოს, შეტყობინების მიღებიდან მალევე, ადგილზე სამაშველო ბრიგადა გამოცხადდა. უსაფრთხოების მიზნით, ღელეს მიმდებარე რამდენიმე სახლიდან მოსახლეობა დროებით გადავიდა ალტერნატიულ საცხოვრებელში.

„ადგილზე, მონიტორინგის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. დილით კი, ხილვადობის აღდგენისთანავე, 5-კაციანი სამაშველო ჯგუფის მიერ მოხდა ღელის სათავეში არსებული სიტუაციის გადამოწმება.

პარალელურად, სოფელ ჟაბეში მიმდინარეობდა მძიმე ტექნიკის მიერ აღნიშნული ღელეს კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არ არის“, – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები.

ადიდებულ ღელეზე ჯერ კიდევ 23 აპრილს თავად მესტიის მუნიციპალიტეტი იტყობინებოდა. ფეისბუკზე გამოქვეყნეულ განცხადებაში ის წერდა, რომ ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სოფლის შიდა გზები და ხიდი. შეწყვეტილი იყო სოფლებს შორის საავმტომობილო გადაადგილებაც.

?სტიქია მესტიის მინიციპალიეტში!
?ძლიერი წიმის შედგეგად, მულახის ადმინსტაციულ ერთეულში, სოფელ ჟაბეშში, რამდეჯერმე ადიდდა…

Posted by მესტიის მუნიციპალიტეტის მერია on Friday, 23 April 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი